ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი მისწერა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილს, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინი ტვიტერზე აქვეყნებს.
"ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში", - აღნიშნულია წერილში.
"თუ არაფერი გაკეთდა, მიხაილ ნიკოლოზოვიჩი მოკვდება", - ეხმაურება ფეიგინი.
Письмо Михаила Саакашвили ко мне из тюремной больницы. Если ничего не делать, умрёт Михаил Николозович. pic.twitter.com/kw9k0jAAXS